Saturday, May 25, 2019

VII დღის რეფლექსია

დღეს განვიხილეთ მოსწავლის შეფასების რუბრიკა და პრეზენტაციას მოსწავლის მრავალმხრივი ინტელექტის შესახებ.. გავეცანით VI  მოდულს. ვისაუბრეთ მოსწავლის აღქმის სტილზე,დიფერენცირებულ მიდგომაზე. რესურსებში დავათვალიერეთ და ჩამოვტვირთეთ მოსწავლის მხარდაჭერის ნიმუში და შევავსეთ იგი. პროექტის გეგმაში შევავსეთ სასწავლო პროცედურების ველი.

Sunday, May 19, 2019

VI დღის რეფლექსია

დღეს ვიმუშავეთ პროექტის პრეზენტაციის შექმნაზე. ვისწავლეთ ბლოგის დამუშავება. შევქმენით  ბლოგის გვერდები და დავალაგეთ   ისინი პრიორიტეტის მიხედვით. მივიღეთ ინფორმაცია  drive -ის გამოყენების უპირატესობის შესახებ. ვისწავლეთ ფაილებისა და ფოტოების ატვირთვა  და ბმულების განთავსება drive -დან ბლოგზე.

Saturday, May 18, 2019

v დღის რეფლექსია

დღეს გავეცანით საავტორო უფლებებს. გავაკეთეთ შესაბამის მარტივი ტესტი. ჩამოვტვირთეთ  გამოყენებული ლიტერატურის მარტივი ფორმა და შევავსეთ ჩვენს მიერ გამოყენებული რესურების ლინკებითა და ვებგვერდებით. გავეცანით ქართულ საიტს gca.ge. მივიღეთ ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საავტორო უფლებების დარგვევების შესახებ.  და ბოლოს შევქმენით სლაიდი ჩვენი პროექტის შესახებ.პროექტის გეგმაში შევავსეთ წინარე ცოდნის ველი.

Sunday, May 12, 2019

IV დღის რეფლექსია

 დღეს გავეცანით პროექტების შეფასების სტრატეგიებს.ამოვარჩიეთ ჩვენთვის სასურველი სტრატეგიები , მეთოდები და პროდუქტები და მოვარგეთ ისინი ჩვენს მიერ დაგეგმილ პროექტს. დეტალურად შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო და დავწერეთ შეფასების მოკლე მონახაზი.

III დღის რეფლექსია

დღეს გავეცანით საიტს nps.ge.   ავარჩიე ჩემი პროექტის შესაბამისი საგნის სტანდარტი, . გადმოვიტანე ჩემს სასწავლო პროექტის გეგმაში, ინდიკატორების დახმარებით გავწერე პროექტის მიზანი. 
გავიხსენე ბლუმის ტაქსონომია პრეზენტაციის სახით. განვიხილე ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების სავარჯიშოები. შევუსაბამე კითხვები ჩემს სასწავლო პროექტს.

Sunday, May 5, 2019

II დღის რეფლექსია

დღეს გავეცანით  და განვიხილეთ 21 ე საკუნის უნარები. ჩამოვტვირთეთ  რესურსებიდან ბუკლეტის შაბლონი და ვიმუშავეთ ჩვენს მიერ არჩეული პროექტის თემატიკასთან დაკავშირებულ ბუკლეტის ნიმუშზე. დავიწყეთ სასწავლო პროექტის გეგმის შევსება.

Saturday, May 4, 2019

I დღის რეფლექსია

 დღეს გავეცანით ინტელის ტრენინგით გათვალისწინებული I  დღის  მასალებს. დავათვალიერეთ  ინტელის ვიუერი. გავეცანით ერთერთი პროექტის ნიმუშს და გადმოვტვირთეთ იგი.  შევქმენით ამ ტრენინგისთვის კონკრეტული ბლოგი და გადავუგზავნეთ ტრენერს ფოსტაზე.